რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა

04.12.2012

 

რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა 2012

5 დეკემბერს, 12:00-ზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა გაიმართება. 

გამოფენაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 4 მედია ასოციაცია და ასევე რამდენიმე დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება იქნება წარმოდგენილი. ისინი საკუთარი სარეკლამო შეთავაზებების პრეზენტაციებს გააკეთებენ.

გამოფენაზე მოწვეულ ბიზნეს კომპანიებს ძალიან კარგი შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებს, შეიქმნან მათზე შთაბეჭდილება და გადაწყვიტონ, რომელი ტელეარხით, რადიო მაუწყებლობით, გაზეთითა თუ ინტერნეტ გამოცემით მოახერხებენ წარმატებით მისწვდნენ საკუთარ მიზნობრივ სეგმენტს რეგიონებშიც.

გამოფენას პროექტ „რეგიონული მედია მარკეტის” ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა და ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო აწყობენ. პროექტის მიზანი რეგიონული მედიისა და ბიზნესიის დაახლოებაა.