22 თებერვალს, 19:00 საათზე „საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში” გამოფენა გაიხსნება. გამოფენის მონაწილეები ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარას” პაციენტები არიან- ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ყოფილი დამოკიდებული ადამიანები.
გამოიფინება ქანდაკებები, ფერწერული ნახატები, მინანქრის ნაკეთობები, ჭედურობა და სხვა. მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთები 4 თვის მანძილზე, სარეაბილიტაციო პროგრამის ერთერთი მთავარი კომპონენტის არტთერაპიის ფარგლებში შეიქმნა.
###
“კამარამ” 2011 წლის ოქტომბერში ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ნივთიერებაზე დამოკიდებული პაციენტებისათვის.
ორგანიზაციის მიზანია, დახმარება გაუწიოს ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებს, რათა ხელი შეუწყოს მათ-დაუბრუნდნენ საზოგადოებას, ღირსეულ და სრულფასოვან წევრებად.
ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრში პაციენტები გადიან თერაპიის კომპლექსურ კურსს, რომელიც მოიცავს ინდივიდუალუ თერაპიას, არტთერაპიას, მითოდრამას, ვიდეოთერაპიას, ეგზისტენციალურ თერაპიას, იოგას, მუსიკის თერაპიას, ‘ჩავარდნის’ პრევენციას, შრომით და კულინარულ თერაპიას (მუშაობა მიწასთან).
ეს სარებილიტაციო პროგრამა ე.წ ‘ცხოვრების სკოლაა’, სადაც პაციენტები სწავლობენ ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას, ნივთიერების გარეშე.
რეაბილიტაციის მეთოდი, რომლის დანერგვასაც საქართველოში ‘კამარა’ ცდილობს, გახლავთ ამერიკელი ფსიქიატრის, პროფესორ ანათინა მიშერის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდი, ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირთათვის, რომელიც აშშ-შიც ითვლება ერთერთ ყველაზე სრულყოფილ და სწორ სარეაბილიტაციო მეთოდად. ეს მეთოდი იდეალურად მოერგო ქართულ რეალობას და ქართველ პაციენტებს.
ამ დრომდე, კამარაში თერაპიის პროგრამა გაიარა 30-მა პაციენტმა. ყველა მათგანმა შეძლო სიფხიზლის შენარჩუნება და სიფხიზლის პირობებში სასიამოვნო განცდების მიღების სწავლა.
ჯერ-ჯერობით საქართველოში „კამარა” არის ერთადერთი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ინტენსიურ და კომპლექსურ თერაპიას აწვდის სრულწლოვან პაციენტებს. პროგრამაში ჩართულ უკლებლივ ყველა პაციენტთან მივიღეთ მოსალოდნელზე მაღალი დადებითი შედეგი:
6 ადამიანი დასაქმდა: ორმა ყოფილმა მომხმარებელმა’კამარა’-ში შეისწავლა ტიხრული მინანქარი, შეიძინეს ღუმელები. ამჟამად სახლში მუშაობენ და ამზადებენ საიუველირო ნაკეთობებს; სამი – მოეწყო სამსახურში: პარაზიტოლოგიის კერძო კომპანიაში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში და სამშენებლო მასალების დამამზადებელ ფირმაში. ერთი ყოფილი მომხმარებელი, რომელიც ცენტრში მისვლისას კრიტიკულ მდგომარეობაში იყო (სუიციდური), დაკავებულია თავისი პოეზიის და ლიტერატურული ჩანახატების (რომელიც კამარაში ყოფნისას დააგროვა) მოვლით, ინგლისურად თარგმნით და აქვს უამრავი ახალი იდეა.