28 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ლევან მიქელაძის ფონდმა, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც საქართველოს ეროვნული კომისიის 2012 წლის მუშაობას ეხება.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს კომისიის დაკომპლექტების მექანიზმს, რომელიც დაიცავს მარეგულირებელ ორგანოს პოლიტიკური ძალების გავლენისაგან, ასევე სამოქალაქო სექტორის ეფექტურ კონტროლსა და ჩართულობას კომისიის საქმიანობაში. კანონმდებელი მკაფიოდ არ განსაზღვრავს, თუ რამდენად უფლებამოსილიაკომისია, აკონტროლოს სატრანზიტო მაუწყებლების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.
ანგარიშში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც კომისიის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთელი რიგი გადაწყვეტილებები დისრკიმინაციულ ხასიათს ატარებს. კომისია არ არის აქტიურადჩართული როგორც „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხილვაში, ასევე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ხელშეწყობისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შექმნილ სათათბირო საბჭოს მუშაობაში.
ნახეთ ანგარიში ფონდის პუბლიკაციების გვერდზე ან იხილეთ ქვემოთ ‘სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის