თბილისის მედიაკონფერენცია 2012
თარიღი: 7 დეკემბერი, პარასკევი
დრო: 10:30 საათი
ადგილი: თბილისი ‘ქორთიარდ მარიოტი’
7 დეკემბერს, პარასკევს თბილისში, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება თბილისის მედიაკონფერენცია 2012.
„თბილისის მედიაკონფერენცია 2012″ -ში სხვადასხვა მედიასაშუალებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი მედიექსპერტები ისაუბრებენ ოთხ ძირითად თემაზე: დიგიტალიზაცია, სარეკლამო ბაზარი და ეთიკური ჟურნალისტიკა, არსებული მედიაგარემოს შეფასება და მომავალი განვითარება, ინფორმაციის თავისუფლება.
დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.MEDIACONFERENCE.ge. ამავე ვებგვერდის მეშვეობით კონფერენცია გადაიცემა პირდაპირ ეთერშიც.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევს კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ფონდი ‘ღია საზოგადოება–საქართველოს‘ მხარდაჭერით.
დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე, ასევე ვებგვერდზე www.MEDIACONFERENCE.ge
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა და დაესწარით!
საკონტაქტო პირი: ანა ტოკლიკიშვილი- 595 221 999, Anuka@csf.ge
დღის წესრიგი:
10:00 – რეგისტრაცია
10:30 – კონფერენციის გახსნა
პანელი 1: მედიის ფინანსური მდგრადობა და სარეკლამო შემოსავლები
მათიას ჰიუტერი, პროგრამის მენეჯერი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ცვლილებები საქართველოს სარეკლამო ბაზარზე
ლაშა ტუღუში, მთავარი რედაქტორი, გაზეთი „რეზონანსი“
საკანონმდებლო ცვლილებები მედიის ფინანსური გამჭვირვალობისთვის
ირაკლი თევდორაშვილი, დამფუძნებელი, „პალიტრა მედია“ ჰოლდინგი
წარმატებული ბიზნესპროექტის მართვა რთულ მედიაგარემოში
ირინა საკი, კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, კომპანია „პუბლიცის ჰეპტა“
საქართველოს სარეკლამო ბაზარი საერთაშორისო სარეკლამო კომპანიის თვალით
11:15 – დისკუსია
12:00 – შესვენება
12:15 – პანელი 2: ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში
გიორგი კლდიაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობა საქართველოში- პრობლემები და პერსპექტივები
ნინო ზურიაშვილი: ჟურნალისტი,“ სტუდია მონიტორის“ რედაქტორი
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჟურნალისტებისათვის
ლევან ავალიშვილი, გამგეობის თავმჯდომარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ინფორმაციის თავისუფლების საკითხები ,,პარტნიორობა ღია მმართველობისთვის‘’ საქართველოს სამოქმედო გეგმაში
ერიკ ბარეტი, აღმასრულებელი დირექტორი, JumpStart Georgia, საქართველო.
მონაცემთა ვიზუალიზაცია, როგორც ინფორმაციის მიწოდების საშუალება
13:15 – დისკუსია
14:00 – სადილი
14:45 – პანელი 3: ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტები და ქართული მედია
თამარ კორძაია, აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი პრობლემები ქართულ ტელეარხებზე
კობა ლიკლიკაძე, ჟურნალისტი და პროდიუსერი, “რადიო თავისუფლება”
პროფესიული ეთიკა: საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს რეალობა
ელენე გრძელიძე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი
მომავალი ჟურნალისტის ხედვა: რა გვაქვს და რა გვინდა გვქონდეს?
ბაქერ მოინი, ჟურნალისტი და მედიაექსპერტი, დიდი ბრიტანეთი
მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართული მედიის განვითარებისთვის
15:30 – დისკუსია
16:15 – შესვენება
16:30 – პანელი 4: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება
რიტა რუდუსა, ციფრული მედიის პროექტი, ღია საზოგადოების ფონდები, დიდი ბრიტანეთი
ციფრული მედიის რუკა: საქართველოს ადგილი ციფრულ რუკაზე
არტურას რაკასი, ჟურნალისტი და მედიამკვლევარი, ლიტვა
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ლიტვაში: წინასწარი დაგეგმვის უპირატესობა
ფრედერიკ ემრიჩი, ასისტენტ-პროფესორი, ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი, KIMEP-ის უნივერსიტეტი, ალმა-ათა, ყაზახეთი;
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ყაზახეთში: მეტი სატელევიზიო არხი პოლიტიკური ელიტისთვის
ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი საქართველოში: მდგომარეობის ანალიზი და პერსპექტივა
18:00 – კონფერენციის დახურვა