დოკუმენტური ფილმები ორშაბათობით გრძელდება

29.03.2013

ფონდის მიერ დაფინანსებული ,,დოკუმენტური ფილმები ორშაბათობით” პროექტის ფარგლებში 1 აპრილს, ორშაბათს 19:30 საათზე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (გრიბოედოვის ქ.22) გაიმართება რუმინელი რეჟისორის ალექსანდერ ნანაუს დოკუმენტური ფილმის ,,სამყარო იონ ბ.-ის თვალით” ჩვენება.

სიბინძურე. ასფალტზე გაშლილი ლეიბი. თუ გაგიმართლა ერთი ღერი სიგარეტი და ადამიანები, რომლებიც უფლებას გაძლევენ მათ ეზოში გაათიო ღამე. ეს ის გარემოა, რომელშიც რუმინელი არტისტი იონ ბ. ოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა და ქმნიდა პოპ-არტს. ერთ დღეს მისი შემოქმედებით გალერისტი ინტერესდება. მოგვიანებით, მისი ნამუშევრები ენდი უორჰოლის და მარსელ დიუშანის გვერდით იკავებს საგამოფენო სივრცეს. “სამყარო იონ ბ. -ის თვალით” არის ექსტრაორდინალური არტისტის საოცარი პორტრეტი. ფილმი დაჯილდოვდა ემის ცერემონიალზე.